დავითგარეჯის საქმის ილიჩოვა მელაშვილის ეპიზოდზე გამოძიება დასრულდა
საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს განსახილველად გადაეცა. გამოძიების დეტალები, გენერალურ პროკურატურაში გამართული ბრიფინგზე გახდა ცნობილი. პროკურორის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების საქმეში ასეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა. მოწმის სახით გამოიკითხა ასამდე ადამიანი, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან კი ამოღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, მათ შორის, კარტოგრაფიული მასალა. დავითგარეჯის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებამ, საქმეზე არსებული ვიდეო და აუდიო მტკიცებულებები გამოაქვეყნა.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან გრიგორაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
