საქართველოს მთავრობაში ორი ვიცე-პრემიერია
საქართველოს მთავრობაში ორი ვიცე-პრემიერია. გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, საგარეო მიმართულებით დავით ზალკალიანი იმუშავებს, ეკონომიკურ ნაწილს კი მაია ცქიტიშვილი უხელმძღვანელებს. ცნობისთვის, ცქიტიშვილს აღნიშნული თანამდებობა მთავრობაში მანამდეც ეკავა, ხოლო ზალკალიანმა ამ პოზიციაზე თეა წულუკიანი შეცვალა, რომელიც ამჟამად პარლამენტის წევრია.
