რუსეთ-საქართველოს ომზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს. საქართველო რუსეთს ომის და შემდგომი ოკუპაციის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 8-ა მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს. სხვადასხვა დროს სტრასბურგის სასამართლოს საქართველომ 700-მდე მტკიცებულება წარუდგინა. 2011 წლის დეკემბერში სასამართლომ საქართველოს სარჩელი ნაწილობრივ დასაშვებად ცნო. 2016 წლის ივნისში მოწმეები და ექსპერტები დაკითხეს. საქმის ბოლო ზეპირი მოსმენა 2018 წლის მაისში შედგა. ქართული მხარე ელოდება, რომ ევროპული სასამართლო დღეს ისტორიულ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს და საქართველო თავის სიმართლეს დაამტკიცებს.
