ჯო ბაიდენს პრეზიდენტობას ულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი
გიორგი გახარია „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს: „მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაძლიერების შემდგომ ეტაპს და მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვას“. საქართველოს პრემიერი ასევე ულოცავს ვიცე პრეზიდენტ კამალა ჰარისს. მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას და განსაკუთრებულ მეგობრობას.
