პროკურატურამ დავითგარეჯის საქმეზე დაკავებულებს ბრალი დაუზუსტა
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ. პროკურატურამ დავითგარეჯის საქმეზე დაკავებულებს ბრალი დაუზუსტა. გამოძიების ცნობით საქმეზე ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი არსებობს, რომლის დემონსტრირებასაც საგამოძიებო უწყება უახლოეს მომავალში აპირებს, ასევე საქმის პროკურორის განმარტებით, ბრალდებულებთან შესაძლო დანაშაულებრივ შემხებლობაში მყოფი პირების გამოსავლენად გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
