კალაძე გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა
კახა კალაძის განცხადებით, გოგებაშვილის ქუჩაზე განთავსებულ სკამებში არა ნაგვის ურნები, არამედ ყვავილების ქოთნებია ჩამონტაჟებული, რომელიც ორი ახალგაზრდის კერძო ინიციატივაა. გუშინ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით თბილისის მერმა დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
