ბენიამინ ნეთანიაჰუ გიორგი გახარიას პრემიერ მინისტრისთანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნას ულოცავს
„გილოცავთ ქვეყნის მართვის მანდატის განახლებას და მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას ორივე ერის სასარგებლოდ - აღნიშნავს ისრაელის სახელმწიფოს მთავრობის მეთაური. ოფიციალურ მილოცვაში ისრაელის პრემიერ-მინისტრი ხაზს უსვამს ორ სახელმწიფოს შორის არსებულ მნიშვნელოვან პარტნიორობას და გამოთქვამს იმედს, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება.
