„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“- სტრასბურგის სასამართლო განაჩენს ხვალ გამოიტანს
ამის შესახებ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. პრეს-რელიზის თანახმად, საქმეზე მოსმენა საქართველოს დროით 14 საათზე გაიმართება. საჩივარში საქართველო ამტკიცებს, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია სიცოცხლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის, სამართლებრივი დაცვის, საკუთრების, განათლების და გადაადგილების უფლება, ასევე რუსეთის არმიის და მის კონტროლს დაქვემდებარებული სეპარატისტული ძალების მიერ ადგილი ჰქონდა წამებას და არაადამიანურ მოპრობას.
