ზურაბ პოლოლიკაშვილს საქართველოს პრემიერი ულოცავს
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევას ზურაბ პოლოლიკაშვილს საქართველოს პრემიერი ულოცავს. გიორგი გახარიას შეფასებით, ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა. „საერთაშორისო ორგანიზაციებში ქართველთა მაღალი წარმომადგენლობა გლობალურ საკითხებში, საქართველოს აქტიურ ჩართულობას ადასტურებს“,- წერს პრემიერი სოციალურ ქსელ ტვიტერში.
