ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათი რჩება
ფინალურ ფაზაში შედის ოფიციალური ცერემონიის სამზადისი, რომელიც მკაცრი უსაფრთხოების ზომების ფონზე მიმდინარეობს. კოვიდპანდემიის გამო, სახეცვლილი ფორმატით გაიმართება ინაუგურაციის ტრადიციული ცერემონია. ხვალ, მომდევნო ოთხი წლის ვადით თეთრ სახლს ჯო ბაიდენი დაიკავებს.
