საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობა
საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობა, ვაქცინაციის სამოქმედო გეგმა, ქვეყნის ევროინტეგრაცია და სტრუქტურული რეფორმები. ეს საკითხები საქართველოს პრემიერ მინსტრმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა ერთობლივ შეხვედრაზე განიხილეს. სებასტიან მოლინეუსმა დაადასტურა მსოფლიო ბანკის მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის გეგმას -კერძოდ, 2024 წლისათვის წევრობის ოფიციალური განაცხადის მომზადებასთან დაკავშირებით
