ამ წუთებში ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა
დღევანდელ პროცესზე მოწმეები და თავად ბრალდებული გახელაძე დაიკითხნენ. შემდეგი პროცესის თარიღი უცნობია. ამ ინფორმაციას სააგენტო ეხო კავკაზა ავრცელებს, თუმცა ჩვენ უახლოეს წუთებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ ინფორმაციას ველოდებით, რომელსაც დაუყოვნებლივ მოგაწვდით. შეგახსენებთ, რომ 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 11 ივლისს დააკავეს. გახელაძეს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთასა და „მესაზღვრეებისთვის“ ცეცხლის გახსნას ედავებიან