საქართველო ვაქცინას, დიდი ალბათობით, წლის პირველ კვარტალში მიიღებს და ეს ფაიზერი იქნება
კოვაქს პლათფორმასთან მოლაპარაკება, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დასკვნით ეტაპზეა. საქართველომ დღეს უნდა დაუდასტუროს კოვაქსს, რომ ვაქცინის მისაღებად ქვეყანა მზად არის. სავარაუდოდ, ქვეყანა თავიდან ფაიზერს, შემდეგ მოდერნას და ასტრაზენეკას ვაქცინას მიიღებს. სამივეს, განსხვავებული შენახვის პირობები ჭირდება.
