სკოლებში სასწავლო პროცესის მეორე სემესტრი 18 იანვრიდან დაიწყება
სკოლებში სასწავლო პროცესის მეორე სემესტრი 18 იანვრიდან დაიწყება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნებას მხოლოდ რეგიონებში შეძლებენ. რაც შეეხება თბილისსა და დიდ ქალაქებს, აქ სწავლება ისევ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. იმისათვის, რომ მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ინტერნეტზე წვდომა შეღავათიან ფასად იყოს შესაძლებელი, დღეს განათლების სამინისტროსა და სამ მოქმედ მობილურ ოპერატორს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა.
სიუჟეტის ავტორი: თამარ შარიქაძე-67-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
