გელათში დროებითი გადახურვის მოწყობის შემდეგ სიტუაციას დღეს ადგილზე, პარლამენტი განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი გაეცნო
მას დეტალებზე ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ანთიძემ მიაწოდა. ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ, გამოვლენიოლ ხარვეზებზე მსჯელობა, უკვე განათლების კომიტეტის დახურულ სხდომაზე გაგრძელდა, სადაც სამუშაოების შემსრულებელი კომპანიისგან, კომიტეტის თავმჯდომარემ, ახსნა-განმარტებები მოითხოვა. თეა წულუკიანი ამბობს, რომ პროცესში შერიოზული ხარვეზები არსებობს.
