ჯანდაცვის სამინისტროში კოვიდ 19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისო საკოორდინაციო კომისიის შეხვედრა გაიმართა
ჯანდაცვის სამინისტროში კოვიდ 19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისო საკოორდინაციო კომისიის შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა იმ გეგმაზე იმსჯელეს, რომელიც ორშაბათს საკოორდინაციო საბჭოს უნდა წარუდგინონ და რომლის მიხედვითაც ქვეყანამ კოვაქს პლატფორმაზე მზაობა უნდა გამოთქვას, ამით ქვეყანა, ოფიციალურად დააფიქსირებს, რომ კორონავირუსის ვაქცინის მიღებისათვის მზად არის. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველო კოვიდ 19-ის ვაქცინას მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მიიღებს.
