შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლება მიეცა, თუშეთის მიმართულებით ვერტმფრენებით ფრენა გააგრძელოს
მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლება მიეცა, თუშეთის მიმართულებით ვერტმფრენებით ფრენა გააგრძელოს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის გადაადგილების შესაძლებლობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს და ეს პროგრამა გაგრძელდება.
