გიორგი გახარიამ ეკონომიკის ეფექტიანი გახსნისა და ვაქცინაციის გეგმებზე ისაუბრა
მოქალაქეების მიზნობრივი სოციალური დახმარების თაობაზე განაცხადების მიღება ოც იანვრამდე გაგრძელდება, ხოლო 28 იანვრიდან თანხის გაცემა დაიწყება. თემის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. გიორგი გახარიამ შეაფასა დღეს ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებაც. აღნიშნა, რომ ინფექციის გავრცელების დინამიკა ახლა სტაბილურია, თუმცა საქართველოსთვის დღიურად დაახლოებით ათას ხუთასი ახალი პაციენტი მაღალი ციფრია, რის გამოც შეზღუდვები პირველ თებერვლამდე გახანგრძლივდა. რაც შეეხება ვაქცინას, პრემიერის თქმით, ბოლო პერიოდში ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. მისი თქმით, მოქალაქეებს ექნებათ ყველა ის ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც საერთაშორისო შესაბამისი ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული.
