სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების შესახებ მონიტორინგის კომიტეტის ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნდა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, საქართველოზე საუბრის კონტექსტში, ოპოზიციის ბოიკოტთან დაკავშირებით წუხილს გამოთქვამს. ანგარიშში წერია, რომ „ასამბლეა მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, მოპოვებული ადგილები დაიკავონ ახალ პარლამენტში და არ შელახონ მისი დემოკრატიული ფუნქციონირება“.
