რა ვითარებაა სოფელ ბუკნარში
სოფელ ბუკნარში ქრისტიანი და მუსლიმი თემი შესარიგებელი შეხვედრისთვის ემზადება. ახლა მართლმადიდებლურ ტაძარსა და მეჩეთში ლოცვის რიტუალი ერთდროულად ტარდება, რის შემდეგაც მხარეები ადგილობრივი ხელისუფლების და სასულიერო პირების მონაწილეობით შერიგებაზე ისუბრებენ და თანაცხოვრებასთან დაკავშირებულ თემებს განიხილავენ. რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების რისკები ამ დროისთვის შემცირებულია, თუმცა დღეს სოფლის ცენტრში ხმაური მაინც იყო. ამ შემთხვევაში კონფიქტის მონაწილეები არა სხვადასხვა თემის წარმომადგენლები, არამედ პოლიტიკოსები იყვნენ.
სიუჟეტის ავტორი: დაჯი ჩხიკვაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
