საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები ყატარში გამართულ ძიუდოს ტურნირიდან სამშობლოში დაბრუნდა
ჩვენმა სპორტსმენმებმა დოჰას მასტერსზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ოქროს მედლები ტატო გრიგალაშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა მოიგეს, ვერცხლის მედალი ბექა ღვინიაშვილის ანგარიშზეა, ბრინჯაოს მედლის მფლობელები კი ვაჟა მარგველაშვილი და ლაშა ბექაური გახდნენ. ახალგაზრდა ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ დოჰას მასტერსის საუკეთესო ვაჟ ძიუდოისტადაც დაასახელა.
