ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთში
თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში” ოფიციალურად ჩაერთო. ქვედანაყოფმა ბაგრამის საავიაციო ბაზის დაცვის ამოცანა, პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონისგან უკვე სრულად ჩაიბარა. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა. ღონისძიება საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ჰიმნებით დაიწყო.
