მეათე მოწვევის პარლამენტი საერთაშორისო ვიზიტებისთვის ემზადება
ევროპარლამენტის პლენარული სხდომის ფარგლებში 19 იანვრიდან შეხვედრები აქვს დანიშნული ევროინტეგრციის კომიტეტის ხელმძღვანელს მაკა ბოჭორიშვილს. 25 იანვრიდან ევროსაბჭოში აქტიურად იმუშავებს საპარლამენტო დელეგაცია. ზამთრის სესიაზე ორი ანგარიშის განხილვა იგეგმება, ერთი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ტინი კოქსის მიერ მომზადებული დოკუმენტია, მეორე კი ყოველწლიური ანგარიში, სადაც როგორც მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, საქართველოს მისამართით უპრეცენდენტოდ დადებითი შეფასებებია. პარალელურად, ბელგიის დედაქალაქში ვიზიტისთვის ემზადება საქართველოს პრეზიდენტი.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
