ამერიკის მოქმედ პრეზიდენტს წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი მეორედ გამოუცხადა
დემოკრატთა მიერ ინიცირებულ რეზოლუციას, რომელშიც თეთრი სახლის მოქმედი ლიდერი, ამბოხის წაქეზებაშია დადანაშაულებული, მხარი 232-მა კონგრესმენმა დაუჭირა, 197 -მა კი ხმა წინააღმდეგ მისცა. პრეზიდენტის იმპიჩმენტის გამოცხადების უფლება წარმომადგენელთა პალატას აქვს, თუმცა იმისთვის, რომ მას საბოლოოდ შეუწყდეს უფლებამოსილება, ამისთვის სენატის თანხმობაა საჭირო. ვაშინგტონში საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული , ინაუგურაციამდე 1 კვირით ადრე, უსაფრთხოების დაცვის მიზნით მობილიზებულია ეროვნული გვარდია.
