მილოცვები გიორგი გახარიას
ამერიკის შეერთებული შტატები გიორგი გახარიასთან და საქართველოს ახლად დამტკიცებულ მთავრობასთან მუშაობას მოუთმენლად ელოდება - ამის შესახებ საუბარია შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მდივნის მისალოც გზავნილში. წერილს, საქართველოს პრემიერ მინისტრს უგზავნის შვეიცარიის პრეზიდენტიც, რომელიც აღნიშნავს, რომ საქართველოსა და შვეიცარიას მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებთ და შვეიცარიისთვის პატივია საქართველოს ინტერესებს წარმოადგენდეს რუსეთის ფედერაციაში და წვლილი შეჰქონდეს საქართველოს განვითარებაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრს მისალოც წერილს უგზავნის საფრანგეთის პრემიერი, ჟან კასტექსიც. საფრანგეთის მთავრობის მეთაურის გზავნილში აღნიშნულია, რომ საფრანგეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. გიორგი გახარიას პრემიერობას ულოცავს რეჯეფ თაიფ ერდოღანიც.
