საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე ამახვილებენ ყურადღებას
აკადემიის წევრების განცხადებით, კრიტიკულად მძიმე პერიოდში მისი მხრიდან ფინანსური დახმარება საქართველოში მეცნიერების გადარჩენის ტოლფასი იყო. ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას აფასებს და მის მიერ გარემოს დაცვის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ჰყვება ფონდ „განვითარება და გარემოს“ თავმჯდომარე თემურ ტყემალაძეც. მისი თქმით, აბასთუმანი, შეკვეთილი და ბოტანიკური ბაღი - ამ პროექტების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.
