10 წლიანი პოლიტიკური ქველმოქმედების დასასრული
პოლიტიკადან წასვლის გადაწყვეტილების მესამე დღეს, ბიძინა ივანიშვილი რესპონდენტისა და პოლიტიკოსის სახით ტელეეთერში ბოლოჯერ გამოჩნდა. ბოლო ინტერვიუ მან საზოგადოებრივ მაუწყებელს მისცა. ყველაზე დიდი ქველმოქმედება, ქვეყნისთვის რთულ პერიოდში პოლიტიკაში ჩართვა, „ქართული ოცნების“ მომავალი, ჯანსაღი ოპოზიციის აუცილებლობა, ოპონენტების ქმედებების შეფასება - ეს იყო ის ძირითადი საკითხები, რომლებზეც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და ქველმოქმედმა ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში ყურადღება გაამახვილა.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
