სოფელ ბუკნარში სიტუაცია განმუხტულია - მუსლიმურ თემსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დიალოგი გაიმართა
ქობულეთისა და გურიის მუფთი გუბერნატორთან მხარეების შეხვედრას წარმატებულად აფასებს. როგორც ის ამბობს, მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ სამლოცველო იმ ტერიტორიაზე დარჩება, სადაც ის ამ დრომდე იყო. სოფელში ამ წუთებში მობილიზებულია პოლიცია. ადგილზე ჯერ კიდევ რჩებიან მუსლიმი თემის წარმომადგენლები. ისინი პრობლემის საბოლოო მოგვარებას ითხოვენ.

სიუჟეტის ავტორი: დაჯი ჩხიკვაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები