დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე
ქობულეთისა და გურიის მუფთი ასლან ბერიძე აცხადებს, რომ ბუკნარში, მუსლიმთა სამლოცველოში ლოცვა არ შეწყდება და აპირებს, ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიციას გაეცნოს. მისივე თქმით, ის არ ითხოვს ფუნდამენტური შენობის აგებას და აუცილებელია შეთანხმების მიღწევა, რათა ლოცვისთვის შესაბამისი ადგილი გამოიყოს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში გუშინ დაპირისპირება მოხდა. სოფლის მოსახლეობის ნაწილს, რომელიც მუსლიმურ თემს წარმოადგენს, სოფელში სალოცავის მოწყობა სურს, რასაც სოფლის ქრისტიანი მოსახლეობის ნაწილი ეწინააღმდეგება. აზრთა სხვადასხვაობა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ბუკნარში დაპირისპირების ფაქტზე შსს-მ ერთი ადამიანი დააკავა.
