საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე საუბრობენ
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე საუბრობენ. აკადემიის წევრების განცხადებით, ყველაზე მძიმე პერიოდში ბიძინა ივანიშვილი მათ ფინანსურად დაეხმარა და თანამშრომლებს წლების განმავლობაში ხელფასს უხდიდა. აკადემიის პრეზიდენტი დახმარებას საქართველოში მეცნიერების გადარჩენას უწოდებს. მეცნიერები დღეს ასევე ხაზს უსვამენ ბიძინა ივანიშვილის როლს ქართული ენციკლოპედიის მხარდაჭერაში.
