ქრთამის აღების ფაქტზე, ზუგდიდის მერის წარმომადგენელი დააკავეს
სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ზუგდიდის მერის წარმომადგენელი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან ერთ ერთი მოქალაქისგან სოფელ ერგეტაში მდებარე, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული მიწის ნაკვეთის გაფორმების სანაცვლოდ 65 ათასი დოლარი მოითხოვა. ბრალდებული დააკავეს თანხის ნაწილის აღების დროს.
