საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 618 ადამიანს დაუდასტურდა, 403 კი გამოჯანმრთელდა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 618 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 438 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 774 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 664 PCR ტესტით. „ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 618 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 243 255-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 403 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 227 611-მდე“, - განაცხადა სიჭინავამ. ბოლო 24 საათში კორონავირუსით 26 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 846 პირი ემსხვერპლა“, .
