გურიის პოლიციამ ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე ერთი მამაკაცი დააკავა
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 12 იანვარს, ურთიერთშელაპარაკების დროს, თანასოფლელებს ქვის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა. ორივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება
