პარტიები საქართველოში - ივანიშვილის შეფასება
ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, არის რისკი გუნდის წევრებს შორის უთანხმოების. თუმცა ის აქვე აღნიშნავს, რომ მმართველი პარტია ახლა გაცილებით ჩამოყალიბებული და ერთგვაროვანია, ვიდრე მაშინ, როდესაც პოლიტიკიდან პირველად გასვლის შემდეგ დაბრუნდა. ახლა ამის ალბათობას გამორიცხავს და ამბობს, რომ, რაც შეეძლო, უკვე გააკეთა. „უახლოესი 4-5 წელიწადი „ქართულ ოცნებას“ არაფერი მოუვა“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
