მაკრონის წერილი ზურაბიშვილს
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე გოჩა ლორთქიფანიძის არჩევას საფრანგეთის პრეზიდენტი მიესალმება. ამის შესახებ საუბარია ემანუელ მაკრონის მიერ სალომე ზურაბიშვილის სახელზე გაგზავნილ წერილში, სადაც ვკითხულობთ: „ბატონი ლორთქიფანიძე შესანიშნავი კანდიდატი იყო. სწორედ ამიტომ, მივესალმები 18 დეკემბერს ნიუ-იორკში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლედ მის არჩევას და ვუსურვებ წარმატებას თავისი მოვალეობის შესრულებაში მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში“.
