ნინო ბურჯანაძის ერთ ერთ კომენტარს პრეზიდენტი სოციალური ქსელით გამოეხმაურა
ნინო ბურჯანაძის ერთ ერთ კომენტარს პრეზიდენტი სოციალური ქსელით გამოეხმაურა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა შემდეგი კითხვა დასვა საჯაროდ: „ნორმალური ფსიქიკის გგონიათ ადამიანი, რომელსაც მილიარდები აქვს და 15 წელი ოჯახს ჭორვილაში აცხოვრებს?" ამ კომენტარის საპასუხოდ კი სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუქზე დაწერა, რომ მსგავსი კომენტარი შეურაცხყოფაა არა კონკრეტული ადამიანის, არამედ ზოგადად, ჩვენი სოფლად მცხოვრები მოქალაქეების.