ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესიის მიმართებაში ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების მასშტაბი უპრეცედენტოა
შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რომ ზედაზნის მონასტრის რესტავრაციაზე თანხები „ქართუ ფონდიდანაა“ დახარჯული. ბეთანიის მონასტერი, ფოკა, ათენი, სამთავისი, ყინწვისი... როდესაც ვსაუბრობდი ამ მოკვლევაზე, მითხრეს, რომ ზოგიერთი ტაძრის დასახელება საერთოდ არ ღირს, ვინაიდან ის ისეთ ადგილას მდებარეობს, რომ ეს დიდ ყურადღებას არ იქცევს. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის ეს გულწრფელი დამოკიდებულების მაჩვენებელი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
