ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება
კულტურული მემკვიდრეობის მხარდაჭერა, ეკლესია-მონასტრების აღდგენა-რეაბილიტაცია, ახალი საგანმანათლებლო კერების მშენებლობა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ მიმართულებებისა, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა მილიარდობით ფინანსური რესურსი უანგაროდ დახარჯა. მისი ქველმოქმედება მოქალაქეებისთვის თვალსაჩინო მხოლოდ ბოლო წლებია გახდა. მანამდე კი, დიდი ხნის განმავლობაში, ხანგრძლივად და უწყვეტად ისე ეხმარებოდა ქვეყანას, რომ ფართო საზოგადოებამ მისი ქველმოქმედების შესახებ არაფერი იცოდა. ამის აფიშირება მედიასაშუალებებით მას თავად არ სურდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ბიძინა ივანიშვილი ერთადერთია, ვინც ყველა მიმართულებით, სახელმწიფოსა თუ ადამიანების დახმარებას ეწეოდა. ბიძინა ივანიშვილი არაერთხელ ყოფილა გავლენიანი უცხოური მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში, როგორც ადამიანი, რომელიც საკუთარი სახსრების უმეტესობას ქვეყანას და საზოგადოებას უანგაროდ ახმარდა.
სიუჟეტის ავტორი: თამარ გოგესაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
