„ამნისტიის შესახებ“ კანონი გამოქვეყნდა და დღეიდან ძალაში შევიდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, პატიმრები უახლოესი ერთი თვის განმავლობაში გათავისუფლდებიან. ამნისტია ათას 500-ზე მეტ მსჯავრდებულს და ათი ათასამდე პრობაციონერს შეეხო. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ყველა დაწესებულებას და უწყებას, რომელსაც ამ კანონის აღსრულება ეხება, მოუწოდებს, უშუალოდ აღსრულების პროცესთან დაკავშირებით მაქსიმალურად სწრაფად და ინტენსიურად იმუშაონ.
