ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც 16 იანვარს გაიმართება
პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა. ყრილობას ქვეყნის მასშტაბით, 400-მდე დელეგატი დაესწრება და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობაც დასახელდება. მანამდე პოლიტიკურმა საბჭომ უკვე დაამტკიცა განახლებული პოლიტიკური საბჭოს წევრობის კანდიდატთა 21 კაციანი სია. წევრების ვინაობა კი, შაბათს გახდება ცნობილი.
