მმართველი გუნდის ახალი ინიციატივა და შეთავაზება ოპოზიციას
ელექტრონული ტექნოლოგიები პირველად ქართულ საარჩევნო პრაქტიკაში. მმართველი გუნდი ახალი ინიციატივით გამოდის. სიახლის დანერგვა თვითმმართველობის არჩევნებისთვის იგეგმება. პარლამენტმა კი სათანადო საკანონმდებლო ბაზა უნდა შექმნას. დღესვე მმართველმა გუნდმა ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციას პოლიტიკური სპეკულაციების დასრულებისკენ და სადეპუტატო მანდატების გამოყენებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ქართული ოცნება მზად არის საპარლამენტო არჩევნებან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიაც შექმნას და თუ ერთ პროცენტიანი გადახრა დადგინდება, ვადამდელი არჩევნებიც დანიშნოს.

სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები