8 წლიანი პროგრესის პარამეტრები
ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქართული ოცნება უკვე რვა წელია ქვეყანას მართავს. საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში პირველად, ამომრჩეველმა მმართველ პარტიას ნდობა ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე მესამე ვადით გამოუცხადა. მმართველობის რვა წლიანი პერიოდი და მიღწევები ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილის დანართში შეაჯამა. ეკონომიკური განვითარება, მართლმსაჯულების რეფორმა, კორუფციასთან ბრძოლა და დემოკრატიის მაღალი ხარისხი "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ყველა ის მნიშვნელოვანი მიმართულება მიმოიხილა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიტიურ შეფასებებშიც ჩანს.
სიუჟეტის ავტორი: სანდრო გამსახურდია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
