არჩევნებთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისია იქმნება
არჩევნებთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისია იქმნება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა. მან კომისიის შექმნა თებერვლისთვის დააანონსა და იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ბოიკოტის გამო პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ, კიდევ ერთხელ მოუწოდა, გამოიყენონ სადეპუტატო მანდატები. ირაკლი კობახიძის განმარტებით, კომისიის მუშაობაში ჩასართავად მიიწვევენ ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მათ შორის, ეუთო/ოდირს.
