გიორგი შაქარაშვილის საქმე - ძალადობაში ბრალდებულები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
დღეს მცხეთისა და თბილისის საქალაქო სასამართლოებში, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პორცესები იმართება. აღსანიშნავია, რომ ძალადობის ნაწილში ბრალდებულ სამ პირს - საბა ჩხარტიშვილს, საბა გოგშელიძესა და ირაკლი წაქაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლავრენტი მაღლაკელიძემ გამოაცხადა.
