ამნისტიის მასშტაბის გაზრდა მოითხოვეს ბათუმში
ამნისტიის მასშტაბის გაზრდა მოითხოვეს ბათუმში. ევროპის მოედანზე პატიმრების ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. მატი თქმით, კანონპროექტი, რომელსაც დღეს დაამტკიცებენ პარლამენტში, ეხება ცოტა მსჯავრდებულს, რაც არ არის სამართლიანი მიდგომა. აქციაზე შეკრებილებმა მოითხოვეს, გადაიხედოს პროექტი და მასში აისახოს წინადადებაც, რომელიც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულოს გარდა ყველა მუხლზე სასჯელს ერთი მეოთხედით შეამცირებს.
