ბიძინა ივანიშვილი "ქართულ ოცნებაზე"
გავრცელებულ განცხადებაში ბიძინა ივანიშვილი საუბრობს საკუთარ პოლიტიკურ თანამოაზრეებზეც. „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის შეფასებით, ახლანდელი გუნდი, უწინდელთან შედარებით, ძირეულად განსხვავებული და განახლებულია. „სწორედ ჩვენი ხალხის სიბრძნე და „ქართული ოცნების“ ძლიერ გუნდად ჩამოყალიბება მაძლევს იმის რწმენას, რომ საფრთხე საბოლოოდ განეიტრალებულია და შემიძლია მშვიდად გავეცალო პოლიტიკას .- წერს ბიძინა ივანიშვილი და აქვე აღნიშნავს, რომ აუცილებლად გამოჩნდება კეთილსინდისიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც აჯობებს „ქართულ ოცნებას“ და ამ უკანასკნელს მოუწევს ოპოზიციაში გადანაცვლება. „გაგიკვირდებათ და, ესაა ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი სამომავლო ოცნება" - წერს ბიძინა ივანიშვილი.
