საიდან დავიწყეთ - ივანიშვილის წერილი
საიდან დავიწყეთ - ამ სათაურით გამოყოფილ ნაწილში, ბიძინა ივანიშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მედიასა და ეკონომიკაზე. აცხადებს, რომ იმჟამინდელ სახელისუფლებო პარტიას მიტაცებული ჰქონდა და სრულად აკონტროლებდა სამივე ეროვნულ მაუწყებელს, ქართული ოცნების ხელისუფლებამ კი პროპაგანდაზე უარის თქმით, შეძლო ადამიანებისთვის თავისუფალი და პლურალისტური გარემოს შექმნა.
