საერთაშორისო სამოგზაურო პლატფორმა 50 საუკეთესო ტურისტული მიმართულების შესახებ წერს, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დისტანციურად მუშაობა შეუძლიათ
საერთაშორისო სამოგზაურო პლატფორმა 50 საუკეთესო ტურისტული მიმართულების შესახებ წერს, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დისტანციურად მუშაობა შეუძლიათ. საქართველო საერთაშორისო გამოცემის სიაში მეორე ადგილზეა. რეიტინგის პირველი ხუთეული ასეთია: ესტონეთი, საქართველო, სერბეთი, ინდონეზია და ტაილანდი. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ბოლო წლებში თბილისმა ციფრულ სამოგზაურო სამყაროში დიდი ნაბიჯი გადადგა და მას სტუმრებისთვის უამრავი კულტურული შეთავაზება აქვს. სტატიაში ნათქვამია ისიც, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველომ დისტანციურად მომუშავეებისთვის სპეციალური პროგრამა მოამზადა. მითითებულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გვერდი, სადაც პროექტის „იმუშავე საქართველოდან“ პირობებია აღწერილი.
