მეტროსადგურ „ახმეტელთან“ ცეცხლი სავაჭრო ცენტრ „ჩემპიონში“ გაჩნდა
ხანძარი იყო თბილისში, მეტრო სადგურ „ახმეტელთან“ ცეცხლი სავაჭრო ცენტრ „ჩემპიონში“ გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლის გავრცელების საფრთხე იყო გაზ გასამართ სადგურზე. ადგილზე 21 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
