ოკუპირებულ აფხაზეთში კვლავ ხანძარს ებრძვიან
ვითარება უკონტროლოა. ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება. გაგრაში ცეცხლი უკვე საცხოვრებელ სახლებს მიუახლოვდა. ტყე იწვის მეხანძრეებისთვის რთულად მისადგომ, მთიან რაიონებშიც. საქართველოს ხელისუფლება მზად არის ოკუპირებულ აფხაზეთს ხანძრის საწინააღმდეგო სამუშაოებში დაეხმაროს. განცხადება მთავრობის სახელით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გააკეთა. ლევან ფოჩხუა მოგვიყვება უფრო დეტალურად რა ვითარებაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რას აცხადებენ ადგილობრივები
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
